სამთო მომზადების კურსი

11 ივლ 2020

თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის სამ კვირიანი საბაზისო კურსი დასრულდა.

თავდაცვის ძალებისა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ სამთო მომზადების ფარგლებში სამთო აღჭურვილობის შერჩევა, მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები  შეისწავლა.  ასევე გაიარა სამხედრო-ალპინისტური და სამთო-ტექნიკური მომზადება.  

გადაადგილება მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზება.