გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარეს

10 ივლ 2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაიბარეს.

უწყება ნიკა გვარამიას რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.  გვარამია საგამოძიებო უწყებაში დღეს 17:00 საათზეა დაბარებული.

"ნიკა გვარამია დაიბარეს გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სახით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაპირებთ შსს-ში გამოცხადებას და გამომძიებელს შევატყობინეთ, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლია მოითხოვონ სასამართლოში ნიკა გვარამიას დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სადაც ჩვენ გამოვცხადდებით და მივაწვდით შესაბამის ინფორმაციას"-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.