ახალი აღჭურვილობა სანაპირო დაცვას

10 ივლ 2020

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით,  კავშირგაბმულობის  თანამედროვე  აღჭურვილობა და საკომუნიკაციო საშუალებები გადაეცა.

ახალი საკომუნიკაციო აღჭურვილობა მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა და უწყების ინფორმაციით, კავშირის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.