შაქარაშვილის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი

09 ივლ 2020

ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. მანამდე კი პროკურატურამ საქმეზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ  საქმეში, ძიებისას ჩატარებულ კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთ ამოღებულ მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რის გამოც ცალკე წარმოებად დაიწყო სისხლის სამართლის საქმე.