თავდაცვის ძალების მე-13 ბატალიონი ავღანეთშია

07 ივლ 2020

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-13 ბატალიონი ავღანეთში ჩაფრინდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბატალიონმა გადასროლისწინა მომზადების  ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა.  

დასკვნითი ეტაპი  ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა და   მე-13 ბატალიონი პირველი ქვედანაყოფი იყო, რომელმაც აღნიშნული წვრთნები  სამშობლოში გაიარა.