სვანეთში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 2 ვერტმფრენი აქრობს

06 ივლ 2020

მესტიაში,  სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს.

ცეცხლს  20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს.