''ნაციონალური მოძრაობის'' მოთხოვნა და ზურაბ პატარაძის პასუხი

03 ოქტ 2016

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში გია აბულაძე მთავრობის თავმჯდომარისგან ითხოვს,  დააკონკრეტოს ტერიტორია სადაც  საინვესტიციო პროექტი იგეგმება. აბულაძის ინფორმაციით საუბარია 4 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე. რეგიონის პირველი პირი აცხადებს, რომ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ოპონენტები არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ.