შავი ზღვის სანაპირო წყლების მონიტორინგი

05 ივლ 2020

ევროკავშირის მხარდაჭერით, შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლების მონიტორინგის მესამე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართველი სპეციალისტები წყლის ხარისხის ქიმიურ და ბიოლოგიურ კვლევებს ევროკავშირის წყლის ჩარჩო-დირექტივის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით განახორციელებენ.