აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

04 ივლ 2020

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა

27 წლის მამაკაცს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, იგი თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნდა.რაც შეეხება ქალს, იგი აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რისკ-ჯგუფების გეგმიური შემოწმებისას სანიტარს ინფექცია დაუდასტურდა. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.ამასთან, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 948 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 825 არის.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.