აბიტურიენტებს ცხელების ცენტრებისთვის ჯერ არ მიუმართავთ

04 ივლ 2020

ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ, ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში აბიტურიენტმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, რათა მისი რეკომენდაციით პისიარ ტესტირება ჩაიტაროს.

ტესტირება  უფასოა და  ეს ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიებაა. გამოცდაზე შესვლამდე თერმოსკრინინგი ტარდება და სამედიცინო პროტოკოლით, ტემპერატურის და სხვა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აპლიკანტი, შესაძლოა, იზოლირებულ საგამოცდო სექტორში გადაიყვანონ. აჭარაში სულ 4  საგამოცდო ცენტრია 3 ბათუმში, 1 კი ხულოში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის დიაგნოსტირებისთვის აბუტურიენტებს ლაბორატორიებისთვის არ მიუმართავს.