აჭარაში 38 წლის ქალს კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში მე-14 დღეს დაუდგინდა

04 ივლ 2020

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს პროტოკოლით გათვალისწინებულ კვლევებს ჩაუტარებენ. გიორგი კიკაბიძის ცნობით, 38 წლის ქალს კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში მე-14 დღეს დაუდგინდა.