ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 24 საგამოცდო ცენტრში ემზადებიან

03 ივლ 2020

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მზადება 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათი ტექნიკური აღჭურვის პროცესი სრულდება.

აჭარაში ორი საგამოცდო ცენტრია - ბათუმსა და ხულოში.

გამოცდები ჩატარდება ასევე ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში.

საგამოცდო ცენტრები და სექტორები ჯანდაცვის სპეციალიტების რეკომენდაციების გათვალისწინებითაა მოწყობილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ აბიტურიენტებს გამოცდის მიმდინარეობის დროს პირბადის მოხსნის უფლება ექნებათ. ასევე თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს ჩართავენ კონდენციონერსაც.