ლიფტის შახტში ბავშვი ჩავარდა

03 ივლ 2020

ამ დრომდე მძიმეა ექვსი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისში, ლიფტის შახტში ჩავარდა. დაშავებული კლინიკაში მშობლებმა მიიყვანეს.  გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.