ბათუმის "დინამომ" მეოთხე მატჩიც ფრედ დაასრულა

02 ივლ 2020

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. ბათუმის "დინამომ"  შინ ჯონი ბაკურიძის სახელობის საფეხბურთო ბაზაზე  თბილისის "საბურთალო" მიიღო და  შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.  

პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა. 61-ე წუთზე ანგარიში დედაქალაქელებმა გახსნეს, გოლი ნონიკაშვილმა გაიტანა. 4 წუთში ბათუმის "დინამომ" ანგარიში გაათანაბრა. საგოლე გადაცემა მანჯგალაძემ მიითვალა ,ხოლო გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა.73-ე წუთზე  მაჭარაშვილმა გაფრინდაშვილი წააქცია.

"საბურთალოს" მოედანზე კაცნალული დარჩა და თერთმეტმეტრიანიც დაინშინა ,თუმცა ფლამარიონმს ლაზარე კუპატაძემ აჯობა და საბოლოოდ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. 4 ტურის შემდეგ ბათუმის "დინამოს" 4 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება ,ხოლო  "საბურთალო" 5 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

შემდეგ შეხვედრას გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 9 ივლისს თბილისში " ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს.