პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

02 ივლ 2020

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები პოლონეთში სამუშაოდ იყვნენ წასული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საელჩო და საკონსულო ამ ეტაპზე საბუთებს ამზადებენ დაღუპულთა საქართველოში გადმოსასვენებლად.