წითელი ჯვრის და ბათუმის მერიის ერთობლივი პროექტი

02 ივლ 2020

ბათუმში მცხოვრებ 36  უდედმამო ბავშვს  აიპადები გადაეცა. პროგრამას  წითელი ჯვარი და ბათუმის მერია ახორციელებენ. უწყების ინფორმაციით, პროექტი პროგრამული ბიუჯეტის ნაწილია და მისი მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების  მხარდაჭერაა.  აღნიშნული ღონისძიებისთვის 7 ათას 200 ლარი გამოიყო.