პარლამენტმა ახალი რეგლამენტი დაამტკიცა

01 ივლ 2020

89 მომხრე არცერთი წინაამღდეგი. პარლამენტმა ახალი რეგლამენტი სამივე მოსმენით  დაამტკიცა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ამოქმედდება. ახალი რეგლამენტის მიხედვით, იცვლება კომიტეტების რაოდენობა, ფრაქციის შესაქმნელად აუცილებელი ხდება 6-ის მაგივრად მინიმუმ 7 დეპუტატი. ასევე ერთ პარტიას მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეეძლება. ამას გარდა, იცვლება სხდომების წარმართვის დროები. პარლამენტის თავმჯდომარეს კი 5 მოადგილე ეყოლება.