უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი

01 ივლ 2020

,,თქვენ ხართ სახელმწიფოს საყრდენი. ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე,“ - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა  თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე ჯარისკაცებს. თავდაცვის ძალების ახალი მეთაური გიორგი მათიაშვილი გახდა. მას უფლებამოსილება ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადააბარა.