ბათუმის დელფინარიუმში შოუ ორშაბათის გარდა ყოველდღე გაიმართება

01 ივლ 2020

ბათუმის დელფინარიუმმა მუშაობა განაახლა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დელფინების შოუ ორშაბათის გარდა, ყოველდღე 16:00 საათზე, ნებისმიერ ამინდში გაიმართება.

მომდევნო თვეების განმავლობაში გაუქმებულია ინტერაქტივი დელფინებთან.

რაც შეეხება აკვარიუმს, შეუფერხებლად, ყოველდღე იმუშავებს.

დელფინარიუმის ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს დაიცვან დისტანცია და გაითვალისწინონ მანიშნებლებზე მითითებული რეკომენდაციები.