ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

30 ივნ 2020

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის, გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 დეკემბერს, ბათუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები პირი.

სამართალდამცველებმა იგი 2019 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.