სოფელ კაპნისთავში მანქანა ხევში გადავარდა

30 ივნ 2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპნისთავში მანქანა ხევში გადავარდა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავტომობილში 6 ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.