24 საათზე ნაკლები ფინალურ კენჭისყრამდე

28 ივნ 2020

ხვალ საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს  მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. ისინი საპატიმროდან გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ. ცნობილია, რომ  მთავარი არხის მეწილის სასამართლო პროცესი 11 საათზე დაიწყება, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კი 12 საათზე. მანამდე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.