საქველმოქმედო კონცერტი კორონავირუსით დაზარალებულთა მხარდასაჭერად

28 ივნ 2020

საქველმოქმედო ონლაინ კონცერტი კოვიდ 19-ის პირობებში და კორონავირუსით დაზარალებულთა მხარდასაჭერად. ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ მუსიკალური საღამო იუთუბ არხზე გამართა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრების განცხადებით, ღონისძიებიდან შემოსული თანხით, სასურსათო ამანათებს 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს გადასცემენ. კონცერტის ონლაინ ტრანსლირებას მოხალისეები ბათუმში, ღია ცის ქვეშ ადევნებდნენ თვალს