პრემიერი - 6 წლის წინ დაიწყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის სრულიად ახალი ეტაპი

27 ივნ 2020

საქართველოს წინ აქვს მეტი რეფორმებით დატვირთული გზა ევროპისკენ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 წლისთავზე.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ყოველდღიურად შრომობს ამ პროცესის სწრაფად და წარმატებით დასრულებისთვის.