თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება

27 ივნ 2020

თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება.  პროექტი მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად.    

სპეციალურად მოწყობილ საველე სამზარეულოში მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი კულინარები  ჩაატარებენ.  

პირველ ეტაპზე მომზადებას 30 მზარეული გაივლის, რის შემდეგაც მათ სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ.