ბსუ -ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

02 ოქტ 2016

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. უმაღლეს სასწავლებელში წელს  1015 სტუდენტი ჩაირიცხა, მათგან 58-მა სასწავლო გრანტი მიიღო.  ათ უფასო საგანმანათლებლო პროგრამაზე კი  419 სტუდენტი ისწავლის. ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით გაიმართა წიგნის ფესტივალი.