კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა

27 ივნ 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 921 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორივე სომხეთიდან არის შემოტანილი და ისინი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.

დღეს 1 პაციენტი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 781 შეადგინა. რაც შეეხება აჭარას, ჩატარებული 523 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში ამჟამად მოთავსებულია 50 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.