„ვიცავთ იმას, რაც ჩვენია“ - აქცია აჭარის ტელევიზიასთან

26 ივნ 2020

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, ტელევიზიის შენობასთან აქცია გაიმართა. ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მაუწყებელი საფრთხის ქვეშაა, არხიდან გაუშვეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები, მიმდინარეობს სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევა და თავისუფალი სიტყვის დევნა. შეკრებილების განცხადებით, მაუწყებელი ხალხის საკუთრებაა და ის უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას