„გამოდი, დაიცავი“ - აქცია აჭარის მაუწყებელთან

26 ივნ 2020

"გამოდი, დაიცავი“- ამ სახელწოდებით აქცია იწყება ამ წუთებში  აჭარის ტელევიზიის შენობის წინ, აქცია   მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ორგანიზებით ტარდება.  აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები ესწრებიან. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანი საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებაა.