ომარ როდონაიას მოთხოვნა

02 ოქტ 2016

სოციალურად დაუცველი  ომარ როდონაია ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელით  უზრუნველყოფის   თხოვნით მიმართავს.  ამბობს, რომ  დახმარების პირობა არაერთხელ მიიღო.  მერიაში  სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა  აცხადებენ, რომ სპეციალური პროგრამა, რომელსაც როდონიაია დააკმაყოფილებს, რითაც ბინას საკუთრებაში უსასყიდლოდ მიიღებს, თვითმმართველობას არ აქვს. მათივე თქმით, მას თავშესაფარში გადაყვანა შეთავაზეს, რაზეც ომარ როდონაიამ  უარი განაცხადა.