11 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა საზოგადოებას და მრჩეველთა საბჭოს გამოხმაურება 

25 ივნ 2020

როგორც უკვე გითხარით, სახალხო დამცველმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე განვითარებულ მოვლენებზე. დღეს ასევე განცხადება გაავრცელა 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოქმედი მენეჯმენტის პირობებში საფრთხის ქვეშაა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და ასევე ხდება თანამშრომლების დაუსაბუთებელი გათავისუფლება.