საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

25 ივნ 2020

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა.

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 2 კმ-ში იყო.

3.1 მაგნიტუდის ბიძგები თბილისის დროით 08:06 საათზე დაფიქსირდა.