''ოქროს თვალი -2016'' დასრულდა

02 ოქტ 2016

კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი 2016” დასრულდა. ფესტივალზე 2000-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, საიდანაც სპეციალურმა ჟიურიმ 12 საუკეთესო შეარჩია. ფესტივალში როგორც პროფესიონალი ისე დამწყები ოპერატორები მონაწილეობდნენ. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.