ბათუმში კოვიდ მიმღები კლინიკები მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გადადიან

23 ივნ 2020

ბათუმის კლინიკა მედალფა 1 ივლისიდან აღარ იქნება კოვიდ-მიმღები სამედიცინო დაწესებულება და მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადავა. ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა  ინფექციური საავადმყოფოც,თუმცა აქ კვლავ რჩება ცხელების ცენტრი, სადაც ყოველდღიურად ტარდება პისიარ ტესტირებები.