რას შეცვლის პანდემია არჩევნების დღის წესრიგში

22 ივნ 2020

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, როგორ მისცემენ ხმას კარანტინში მყოფი მოქალაქეები არჩევნებზე? რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე? პირბადის გამოყენება, ხელების დამუშავება და უსაფრთხოების სხვა ზომები - განიხილეს, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე გამოკვეთილი საკითხები კანონმდებლობაში აისახება. ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ  რეგულაციები იქნება მინიმალური, და უზრუნველყოფს,როგორც დაცვას ასევე არ შეზღუდავს საარჩევნო უფლებების განხორციელებას.