ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს მეოთხე დღეა მაშველები ეძებენ 

22 ივნ 2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს მეოთხე დღეა მაშველები და მყვინთავები ეძებენ.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობის მონიტორინგი.

ადგილზე მობილიზებულია 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი - 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.