„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

21 ივნ 2020

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში უნდა დაიწყოს.რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

პროექტის დასამტკიცებლად მინიმუმ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიას ერთ-ერთ მიზეზად მოჰყავს ის რომ  გიორგი რურუა კლავ საპატიმროში რჩება.