ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომა დასრულდა

01 ოქტ 2016

ევროპის კულტურის პარლამენტის სხდომის დასკვნითი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე ბათუმში გამართული სხდომები შეაჯამეს და მიღებული დეკლარაციისა და რეზოლუციის დეტალებზე ისაუბრეს. ევროპის კულტურის პარლამენტის მე-15 გასვლითი სესია 3 დღე გრძელდებოდა, რომელსაც 40 ქვეყნის 80- მდე დელეგატი ესწრებოდა.