კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა

19 ივნ 2020

კორონავირუსის  ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულთან კონტაქტის მეორე კი შემოსულ კლასტერს წარმოადგენს.  დღეს ორით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

895 ინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 741 და  გარდაცვლილი - 14, ასეთია ბოლო მონაცემები კოვიდ 19 თან დაკავშირებით საქართველოში.  აქვე გეტყვით რომ კოვიდ 19 დაუდასტურდა ყაზახეთში საქართველოს ელჩს ზურაბ აბაშიძეს. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.