გიორგი გაბუნიას საქმე

18 ივნ 2020

გიორგი გაბუნიას საქმე ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის რამდენიმე დღეა ურთიერთბრალდებების საგანია. ქართული ოცნების წევრები ოპოზიციის ინტერესებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანაა, ოპონენტები კი პირიქით მმართველ გუნდს რუსეთთან გარიგებაში დებენ ბრალს.