ჯანდაცვის სამინისტროს ერთი წლის ანგარიში

18 ივნ 2020

ჯანდაცვის მინისტრმა გასული წლის  საქმიანობა შეაჯამა. ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებზე, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი კოვიდ 19- თან ბრძოლაზე გააკეთა.  

მისი თქმით, ვირუსის პირველ ტალღას  ქართულმა ჯანდაცვის სისტემამ წარმატებით გაართვა თავი. მან პირობაც დადო და თქვა, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობის უფლება და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა დაცული იქნება.