ოპოზიცია აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვს

17 ივნ 2020

აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის გამოცხადების საკითხის პროცედურების დაწყებას ითხოვენ.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი გია აბულაძე აცხადებს, მათ უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრის მხარდაჭერა აქვთ. ისინი დეპუტატებს საკითხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.