საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ფიცს დადებს

17 ივნ 2020

რამდენიმე საათში საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება. ვასილ როინიშვილი ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა და მის 4 წლიან საქმიანობას შეაჯამებს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე. ღონისძიებას გახსნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ტუღუში. ოფიციალურ მიღებას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება.