შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან

17 ივნ 2020

პანდემიის ფონზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა.

მთავრობის ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში საქართველოს მიერ კოვიდ-19 პანდემიის შეკავების პროცესის მართვას მაღალი შეფასება მისცა.

მხარეებმა  ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან დაგეგმილი პროექტები განიხილეს, მათ შორის  მყარი ნარჩენების და მაჭახელაში ეკოტურიზმის განვითარების კუთხით განსახორციელებელი პროექტები.