როგორი ამინდია მოსალოდნელი აჭარაში უახლოეს დღეებში

17 ივნ 2020

ხვალ, 18 ივნისს, აჭარაში შენარჩუნდება ცხელი და მზიანი ამინდი. დღის ბოლოს კი მოიღრუბლება და სიცხის ფონზე, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

19 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.

კონკრეტულად 18 ივნისს:

ბათუმი - მზიანი ამინდი. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +21 დღისით +27 გრადუსი.

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +20 დღისით +27

შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18 დღისით +28

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთისქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +25

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19 დღისით +28

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8 დღისით +20

 

 

ფოტო: Mamuka Zaqaradze