გადაცემა "თავისუფალი სივრცის" სტუმარია ნინო ნიჟარაძე

15 ივნ 2020

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" სტუმრად იყო, 
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე.

ნინო ნიჟარაძე რეგიონში დაგეგმილ ტურისტულ სეზონზე, იმ რეგულაციებზე და წესებზე ისაუბრა, რომლის დაცვა აჭარაში ჩამოსულ ყველა სტუმარს მოუწევს. შეგახსენებთ აჭარა მწვანე ზონად არის გამოცხადებული, რეგიონს კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ჰყავს.