მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი თანამშრომელთა გათავისუფლებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

15 ივნ 2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი საბჭოს თავმჯდომარეს განცხადება-რეკომენდაციის მისაღებად სხდომის ჩანიშვნას  სთხოვს. თამარ წილოსანი და გია ქარცივაძე მენეჯმენტს 2020 წლის ბოლომდე  თანამშრომლების გათავისუფლებაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივითა და სარედაქციო პოლიტიკის დაცვის მიზნით სარედაქციო საბჭოს ამოქმედების ინიციატივით მიმართავენ.