ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმისთვის სანქციები იზრდება

15 ივნ 2020

არასრულწლოვნის წინააღმდეგ იმ დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია პროსტიტუციაში ჩაბმასთან ან ხელშეწყობასთან, ასევე პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებასთან, პირობითი მსჯავრის გამოყენება შესაძლოა აიკრძალოს. კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვანთა პროსტიტუციასთან და პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, აკრძალული იქნება მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება. არასრულწლოვანთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის, გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ.