სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში

15 ივნ 2020

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, საჯარო უწყებებში ვიდეოთვალთვალის წესები მკაცრად  არ არის რეგულირებული. მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.