ქედაში ხუთი სოფელი დაისეტყვა

15 ივნ 2020

ქედაში 5 სოფელი დაისეტყვა. ხარაულაში, დანდალოში, კოკოტაურში, ცხმორისა და აბუქეთას ნაწილში ერთწლოვანი კულტურები დაზიანდა. მოსახლეობის ინფორმაციით, დაზიანდა თამბაქო, ხეხილი და ვენახიც. ქედის მერიაში ამბობენ, რომ მდგომარეობას  სპეციალური კომისია შეისწავლის და ზარალის რაოდენობას განსაზღვრავს.